მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ლაინერი ირანმა ჩამოაგდო - CBS News

5e1764a4dcae5
BM.GE
09.01.20 21:25
1340
ამერიკელი ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ლაინერი ირანმა ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაცია CBS News-მა მოიპოვა და გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, მას წყარომ განუცხადა, რომ ამერიკულმა სადაზვერო სამსახურმა მიიღო სიგნალები რადარებიდან. ასევე აშშ-ის თანამგზავრებმა დააფიქსირეს ორი სარაკეტო გაშვება ხმელეთიდან ჰაერში, რომელიც ცოტა ხნით ადრე მოხდა, ვიდრე ლაინერი აფეთქდებოდა. ასევე წყაროს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილთან ახლოს იპოვეს კიდეც რაკეტების ფრაგმენტები.

აღნიშნულს გამოეხმაურა ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახური და განაცხადა, რომ აშშ-ის დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს.

მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მას ჰქონდა თავისი ეჭვები, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

კიდევ ერთი ამერიკული გამოცემა Newsweek-ი კი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი სავარაუდოდ შეცდომით ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, ავიაკატასტროფა თეირანთან ახლოს ორი დღის წინ მოხდა. უკრაინული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები