Adobe Analytics-ის განახლებული მონაცემების თანახმად, ამერიკელმა მომხმარებლებმა შავ პარასკევს, ონლაინ შესყიდვებში დაახლოებით $10,8 მლრდ დახარჯეს. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Reuters იუწყება.
შავი პარასკევი, ამერიკული მადლიერების დღის მომდევნო დღეა, რომელიც საცალო ვაჭრობაში სადღესასწაულო სავაჭრო სეზონის ოფიციალურ დაწყებას აღნიშნავს. ამ დროს, კომპანიებს შორის კონკურენცია იზრდება, რათა ფასდაკლებებით მომხმარებლები მიიზიდონ.
ონლაინ შოპინგის პოტენციურად ზრდას ელექტრონული კომერციის გიგანტები განაპირობებენ, ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Amazon.com და Walmart. Walmart-მა. ისინი შეერთებულ შტატებში 4700 მაღაზიით ოპერირებენ. რომლებმაც ელექტრონული კომერციის გაძლიერებისათვის დიდი ინვესტიცია ჩადეს.
Adobe, რომელიც აღნიშნულ კომპანიებს პროგრამულად უზრუნველყოფს აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში, შავი პარასკევის ონლაინ შესყიდვებში ხარჯები 10,2%-ით გაიზარდა. აშშ-ს საცალო ვაჭრობის საიტებზე ვიზიტების რაოდენობამ კი, 1 ტრილიონს გადააჭარბა.
მისივე ცნობით, ყველაზე პოპულარული ონლაინ პროდუქტები იყო მაკიაჟი, კანისა და თმის მოვლის საშუალებები, ასევე Bluetooth დინამიკები და ყავის მწარმოებლები. ამასთან, კომპანია დასძენს, რომ ოქტომბრის დღიურ საშუალო გაყიდვებთან შედარებით, სათამაშოების ონლაინ გაყიდვები 622%-ით გაიზარდა, სამკაულების გაყიდვები კი 561%-ით და საყოფაცხოვრებო ტექნიკის 476%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შავ პარასკევს, ამერიკელმა მომხმარებლებმა ონლაინ შესყიდვებში 9,8 მილიარდი დოლარი დახარჯეს, ხოლო 2022 წელს, დანახარჯები 9,1 მილიარდი დოლარი იყო.