მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელი მღვდელი კორონავირუსით არის ინფიცირებული

5e676c4d41d54
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.20 00:00
1225
ვაშინგტონში ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელი კორონავირუსით არის ინფიცირებული. მას შემდეგ რაც მღვდელს ვირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე ასეულ ადამიანს მოუწოდეს თვითიზოლაციის რეჟიმზე გადასულიყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მღვდელი ჰოსპიტალიზებულია, ხოლო ეკლესიაში შეწყვიტეს ყველა სახის საეკლესიო მსახურება, ეს აღნიშნული ეკლესიის დახურვის პირველი შემთხვევაა 1800 წლის შემდეგ.

როგორც მღვდელი აცხადებს, კარანტინში არიან მისი ოჯახის წევრებიც, სადაც 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

მრევლს, კი ვისაც მღვდელთან ჰქონდა ურთიერთობა, ინფიცირების თვალსაზრისით საშუალო რისკის ქვეშ არიან.

10 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირების 729 შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში +1) და გამოჯანმრთელდა 15 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები