მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკიდან საკონტეინერო გადმოზიდვები შესაძლოა გაძვირდეს - რა ტენდენციებია?

6414c1d33b152
ალა ისპირიანი
18.03.23 00:00
976
"ამერიკიდან საკონტეინერო გადმოზიდვები შესაძლოა გაძვირდეს" - ამის შესახებ COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა გივი ჩაჩანიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა.

მისი პროგნოზით, სამი თვის მანძილზე გადმოზიდვების ღირებულება შესაძლოა 200 დოლარით გაიზარდოს.

„ფასები ამერიკიდან არ შეცვლილა დაახლოებით ერთი წელია, რადგან ძალიან სტაბილური ტვირთბრუნვა იყო. მაგალითად 2019 წელს რეკორდი იყო; 2020-ში თითქმის ორმაგად შემცირდა; 2021 -ში ისევ გაიზარდა თუმცა რეკორდი არ იყო, 2022 წელსაც სწრაფ ტვირთბრუნვის ზრდას ვგრძნობთ, რაც ავტომატურად იმის ვარაუდს მაძლევს რომ ფასები აუცილებლად გაიზრდება.

ეს არ იქნება დიდი ზრდა თუმცა ალბათ 10-15%-ით გაიზრდება. ერთი 40-იანი კონტეინერის ფასი საშუალოდ - 40-იანი იმიტომ, რომ ამერიკიდან ტვირთის 90% ორმოციან კონტეინერებში მოდის და მისი საშუალო ფასი 1 800 დოლარია. ვფიქრობ ეს ფასი დაახლოებით 3 თვის მანძილზე 2 000 დოლარზე ავა“, - განაცხადა COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა გივი ჩაჩანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები