მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამერიკის ავიახაზები" ჩინეთის მიმართულებით დაბალი მოთხოვნის გამო რეისებს აჩერებს

5e308073632cc
BM.GE
28.01.20 22:38
1200
ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი ჩინეთის მიმართულებით ფრენებს დაბალი მოთხოვნის გამო აჩერებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. გამოცმის ცნობით, რეისები 1 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით პეკინის, ჰონგ-კონგისა და შანხაის მიმართულებით არ შესრულდება.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ ვითარების მონიტორინგს და 8 თებერვლის შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ რეისებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ჩინეთის მიმართულებით გამგზავრების მსურველთა რაოდენობის კლება კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია. ახალმა ვირუსმა ჩინეთში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. იგი ჩინეთის გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დააფიქსირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები