მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბების ღირებულებები 2024 წელს

ამერიკის ჩემპიონატის კლუბების ღირებულებები

ამერიკაში საფეხბურთო ჩემპიონატი იგივე MLS-ი 1996 წლიდან ფუნქციონირებს და დიდი ხანი ცდილობდა მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას. დაახლოებით 6 თვის წინ კი ამ ჩემპიონატის ისტორიაში ცალსახად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, როდესაც კონტინენტზე სათამაშოდ ლიონელ მესი ჩავიდა.

მისი თამაშების სანახავად “ინტერ მაიამის” სტადიონზე სიარული დაიწყეს ისეთმა სუპერ ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: ლებრონ ჯეიმსი, პრინცი ჰარი, ლეონარდო დიკაპრიო, კიმ კარდაშიანი და ა.შ.
კლუბის შემოსავალი გაორმაგდა ნახევარ წელიწადში მას შემდეგ, რაც გუნდში მესი მივიდა და ამასთანავე ამერიკის ყველა კლუბზე ჰქონდა დადებითი ეფექტი.

მესის ეფექტის შედეგად ამჟამად ამერიკული კლუბების საშუალო ღირებულება 678 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია შარშანდელ შედეგებთან შედარებით. MLS-ის ყველა კლუბის ჯამურმა ღირებულებამ 19,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც მხოლოდ ოთხი კლუბის ფასმა გადააჭარბა მილიარდ დოლარს.

ყველაზე ძვირად “LA FC-ია” შეფასებული, რომელიც 2022 წლის MLS-ის ჩემპიონია და მისი ღირებულება 1,15 მილიარდ დოლარს შეადგენს. მის შემდეგ სიაში “Atlanta United-ია”, რომლის ღირებულებაც 1,05 მილიარდია, ხოლო სამეულს “Inter Miami” ხურავს, რომელიც შარშანდელ რეიტინგთან შედარებით 7 ადგილითაა დაწინაურებული, რაც თანხობრივად 600 მილიონ დოლარია და ამჟამად ეს კლუბი 1,02 მილიარდ დოლარად ფასდება.

MLS-ის კლუბებმა გასულ სეზონში ორი მილიარდის შემოსავალი მიიღეს, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ აშშ 2024 წელს კოპა ამერიკას, 2025 წელს ფიფას საკლუბო ჩემპიონატს, ხოლო 2026-ში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები