2023 წელს საკალათბურთო ქალთა კოლეჯების დაპირისპირებაში ლოს-ანჯელესურმა LSU-მ გაიმარჯვა, რომელთაც ლეგენდარული კიმ მულკეი წვრთნის. ეს გამარჯვება საკოლეჯო დონეზე მულკეისთვის მეოთხეა, რადგანაც დანარჩენი 3 ბეილორის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად მოიგო.
ამ გამარჯვების გამო LSU-მ მულკეის 10-წლიანი $32-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა, რის შედეგადაც ქალთა კოლეჯების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.
მას $2.9 მილიონით კონექტიკუტის მწვრთნელი ჯენო აურიემა მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილს $2.7 მილიონი დოლარით სამხრეთ კაროლინას ხელმძღვანელი დონ სტეილი იკავებს.
თუმცა ეს მხოლოდ რიგი შემთხვევებია და რეალურად კოლეჯებში მწვრთნელი ქალების ხელფასები 2014-2021 წლებში წარმატების შემთხვევაში 33%-ით 3,9-იდან $5,1 მილიონამდე იზრდებოდა, ხოლო კაცების 55%-ით 12.2 მილიონიდან 18.9 მილიონ დოლარამდე.
ქალებსა და კაცებს შორის თანაბარი ანაზღაურების პრობლემა დიდი ხანია განხილვის საგანია და უნდა აღინიშნოს, რომ ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობის გარდა ყველა სპორტულ ტურნირში ქალებს მამაკაცებზე დაბალი ანაზღაურება აქვთ.