ამერიკის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი კარიბის ზღვის სამხრეთით ვენესუელური ხომალდის ჩაძირვას გამოეხმუარა. როგორც მინისტრმა განაცხადა, გემი ტრენ დე არაგუას კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა და მასზე მყოფი 11-ვე პირი სამხედრო ავიაციის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაიღუპა. თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის ოპერაციებს შტატები მომავალშიც გააგრძელებს.
როგორც ჰეგსეთმა განაცხადა, ვენესუელას ტერიტორიული წყლების სიახლოვეს განთავსებული ამერიკული სამხედრო დანაყოფები პოზიციას კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნებენ.
“ვენესუელური გემის ჩაძირვა ყველა ნარკო-ტერორისტისთვის უნდა იყოს გაფრთხილება. ვაფრთხილებთ რეგიონის ყველა სახელმწიფოს, რომ თუ აკრძალული ნივთიერებების გადაზიდვას თქვენი ხომალდები ცდიან, ჩვენ მათ დაუფიქრებლად გავანადგურებთ”. - აცხადებს მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის მეორე ადმინისტრაციამ ნარკო-დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქამდე არსებული ტაქტიკა სრულად გაანახლა და საპოლიციო ძალებთან ერთად მოქმედებებში სამხედრო ძალის ჩართვაც დაუშვა. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ქვეყანა ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ომს როგორც ზღვაზე, ისე მიწაზეც აქტიურად გააგრძელებს.




























