ამერიკული ავტომწარმოებლები აშშ-იაპონიის სავაჭრო გარიგებით უკმაყოფილო არიან.
მათი შეფასებით, ტარიფების 15%-მდე დაწევა იაპონური მანქანების იმპორტის ზრდას და იმ მასშტაბის კონკურენციის გაჩენას გამოიწვევს, რომელსაც ამერიკული კომპანიები ვერ გაუმკლავდებიან.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით დადებული ტარიფების ფონზე, ავტომწარმოებლებს ფოლადის და მანქანების ასაწყობად საჭირო ნაწილების შეძენა გაცილებით ძვირად უჯდებათ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება 23 ივლისს დაიდო. $550-მილიარდიანი გარიგების სანაცვლოდ, ტრამპმა იაპონიის წინააღმდეგ დაგეგმილი ტარიფები 25-დან 15%-მდე ჩამოსწია.
ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, იაპონია 100 ამერიკულ ბოინგს შეიძენს. შტატებში კი ბრინჯის იმპორტი 75%-ით გაიზრდება. ამასთან, იაპონია თავდაცვის ბიუჯეტზე ყოველწლიურად დამატებით $17 მილიარდს დახარჯავს. ეს თანხა კი მთლიანად ამერიკული სამხედრო შეიარაღების შეძენაზე უნდა დაიხარჯოს.




























