მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამერიკული ბრენდების შემომყვანი კომპანიები [რუსულ] კანონს უჭერენ მხარს, ამაზე აბსურდული არაფერი მინახავს" - ნიკა გარსენიშვილი

ქოფირაითერი

Maverik-ის უფროსი ქოფირაითერი ნიკა გარსენიშვილი ბიზნესმენებს მიმართავს. მისი განცხადებით, ბიზნესი პასუხისმგებელი საზოგადოებასთან უნდა იყოს და არა მთავრობასთან. მისთვის გაუგებარია, ამერიკული ბრენდების შემომყვანი კომპანიები "რუსულ კანონს" მხარს როგორ უჭერენ.

"ბიზნესებს მინდა ვურჩიო, იდეალური შანსი აქვთ, ეს კონტექსტი და მოცემულობა გამოიყენონ. ბიზნესებს შანსი აქვთ, სწორი პოზიციით გააკეთონ ის საქმე, რასაც სხვა შემთხვევაში წლები და ასიათასობით ლარის დახარჯვა მოუწევდა. ეს ადამიანები, ვინც ქუჩაში დგანან, 10 წლის შემდეგ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღები ნომერ პირველი პირები იქნებიან, ძალაუფლებაც მათ ხელში იქნება, ფინანსური რესურსებიც მათ განკარგულებაში იქნება. გარდა იმისა, რომ ეს მორალურად კარგი იქნება, ისევ პრაგმატული თვალსაზრისით ვურჩევდი ბიზნესებს, თუ უნდათ, ლოგოიანი შპს-ები აღარ იყვნენ, როგორებიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესების უმეტესობა გვევლინება და იქცნენ ბრენდებად, გააკეთონ აქცენტი ადამიანებზე. ბიზნესი პასუხისმგებელი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მის მომხმარებელთან და არა მთავრობასთან. მთავრობასთან ბიზნესის ფლირტს რამდენი წელია ვუყურებთ, ეს არ უნდა იყოს ამ ფორმით. ამერიკული ბრენდების აქ შემომყვანი კომპანიები ამ კანონს უჭერენ მხარს, ამაზე აბსურდული არაფერი მინახავს", - განაცხადა მან.

BMG-სთან საუბრისას, ნიკა გარსენიშვილმა აღნიშნა, რომ "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" კონსტიტუციის დარღვევაა.

"კონსტიტუცია არ არის დღიური, რომელშიც ორშაბათს ერთ აზრს ჩაწერ და სამშაბათს სხვა რამეს. კონსტიტუციაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს დასავლური, სახელმწიფო და მთელი ქვეყანა უნდა ვაკეთებდეთ ყველაფერს, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და NATO-ში. დღეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს. შესაბამისად, ეს კანონი არის მინიმუმ არაკონსტიტუციური", - განაცხადა მან.

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებმაც "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს, ბოიკოტს უცხადებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები