ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონგლომერატი Cisco გლობალური მუშახელის 7%-ს ამცირებს. კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა და თქვა, რომ ფოკუსირებული იქნება უფრო სწრაფად მზარდ სექტორებზე. ეს წელს Cisco-ს მიერ სამუშაო ადგილების შემცირების მეორე რაუნდია. წლის დასაწყისში, კერძოდ თებერვალში, Cisco-მ დაახლოებით 4000 თანამშრომელი გაათავისუფლა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიის აქციებზე ფასი 5%-ით გაიზარდა. Cisco ელის, რომ ფინანსური წლის პირველ კვარტალში შემოსავალი $13,65 მილიარდიდან - 13.85 მლრდ დოლარამდე იქნება. კომპანია გეგმავს მეტი ყურადღება მიაქციოს ხელოვნური ინტელექტს ტექნოლოგიას და AI სტარტაპების შეძენაზეა ორიენტირებული.