ამერიკული დოლარის გაუფასურება ისევ გრძელდება, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე აშშ-ის ეროვნული ვალუტა თითქმის 10%-ითაა გაუფასურებული, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.
დოლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებთან და მის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან, რომელსაც ეკონომისტების ნეგატიურად აფასებენ. სატარიფო რეჟიმის შემოღება, ბუნებრივია დოლარს აუფასურებს, თუმცა თავად ეს ამერიკის ეკონომიკისათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან უმსხვილესი ამერიკული კომპანიები შემოსავლებს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ვალუტაში იღებენ.
ბოლო პერიოდში ვითარების შედარებით, დასტაბილურების მიუხედავად, ის მაინც გაუფასურების ტენდენციას აგრძელებს, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაჭიანურებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის დაძაბვით არის განპირობებული.




























