2025 წელი ამერიკული დოლარისთვის განსაკუთრებით რთულად დაიწყო, რადგან აშშ-ის ეროვნული ვალუტა თითქმის 3%-ითაა გაუფასურებული, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.
დოლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებთან და მის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან, რომელსაც ეკონომისტების უკიდურესად ნეგატიურად აფასებენ.
ამერიკის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით არასახარბიელო მოლოდინები აქვს Morgan Stanley-ის ანალიტიკურ დეპარტამენტსაც. წამყვანი საინვესტიციო ბანკის შეფასებით, თუკი ტრამპი მიდგომას არ შეცვლის, დოლარის გაუფასურების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რასაც ნეგატიურ გავლენა ექნება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საგარეო ვაჭრობაზე და საფონდო ბირჟაზე.