მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული ფინანსური გიგანტ Schwab-ის მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობა შეეძლებათ

schwab

ამერიკული ფინანსური გიგანტი Charles Schwab-ი საკუთარ პლატფორმაზე კრიპტოაქტივებით პირდაპირი ვაჭრობის ფუნქციას – Schwab Crypto-ს ამატებს, რომლის ეტაპობრივი დანერგვაც უახლოეს დღეებში დაიწყება.

საწყის ეტაპზე საცალო კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბიტკოინითა და ეთერიუმით ვაჭრობა, რაც ბაზრის საერთო კაპიტალიზაციის დაახლოებით სამ მეოთხედს მოიცავს.

ინვესტორებს ციფრული აქტივების მართვა ტრადიციულ ინვესტიციებთან ერთად Schwab.com-ის, Schwab Mobile-ისა და ტრეიდინგ პლატფორმებზე შეეძლებათ.

ამასთან, მომსახურების საფასური ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იქნება და ის თითოეული ტრანზაქციის ღირებულების 0.75%-ს შეადგენს.

ცხადია, სამომავლოდ კომპანია კრიპტოვალუტების ჩამონათვალის გაზრდას და აქტივების დეპოზიტზე განთავსებისა თუ გატანის ფუნქციების დამატებასაც გეგმავს.

როგორც Charles Schwab-ის საცალო ინვესტიციების მიმართულების ხელმძღვანელი, ჯონათან კრეიგი განმარტავს, სიახლე მომხმარებელთა მოთხოვნას პასუხობს, რომელთაც კრიპტოვალუტებზე წვდომა მათთვის ნაცნობ და სანდო გარემოში სურთ.

ცნობისთვის, Charles Schwab-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ფინანსური კორპორაციაა, რომელიც საბროკერო და საბანკო მომსახურებას ეწევა. კომპანია მომსახურებას უწევს მილიონობით საინვესტიციო ანგარიშს და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო საინვესტიციო პლატფორმად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები