მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანიები ჩვენსავით თუ მოიქცევიან, ამერიკელებს გადასახადების გადახდა აღარ მოუწევთ - ბაფეტი

უორენ ბაფეტი

გასულ წელს, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ ბიუჯეტში $5 მილიარდი შეიტანა გადასახადების სახით და, როგორც კომპანიის თავმჯდომარე ამბობს, 800-მდე დიდი ამერიკული კომპანიაც რომ ასე მოიქცეს, ფედერალური გადასახადის გადახდა ქვეყნის არცერთ მოქალაქეს აღარ მოუწევს. უორენ ბაფეტის განცხადებით, სახელმწიფო გადასახადები ის წილია, რომელსაც სახელმწიფო კომპანიის შემოსავლიდან ლეგიტიმურად იღებს, რადგან აშშ-ის ხელისუფლებების გადაწყვეტილებები რომ არა, Berkshire Hathaway-ი და მისი აქციონერები ისე ვერ გამდიდრდებოდნენ, როგორც დღეს.

“თითქმის ყველა, ვისაც ვიცნობ, იმაზე დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო გადასახადების გადახდის საკითხს, ვიდრე ეს საჭიროა. Berkshire-ში გადასახადების გადახდის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი ფედერალური განაკვეტი 21%-ია, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, განაკვეტი 35%-ით და 52%-ითაც იყო განსაზღვრული. ფედერალური მთავრობა ჩვენი ბიზნესის შემოსავლის ნაწილს ფლობს - ისინი აქტივებს არ აკონტროლებენ, მაგრამ შემოსავლის ნაწილს კი და შეუძლიათ, საკუთარი წილი ნებისმიერ წელს გაზარდონ.

დღეს, განაკვეთი 21%-ია და ქვეყანაში არსებულ ფისკალურ პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, გადასახადები, სავარაუდოდ, გაიზრდება და თუ სახელმწიფოს სურს, ჩემი, თქვენი ან Berkshire-ის შემოსავლის უფრო დიდი ნაწილი მიიღოს, ეს მას შეუძლია. ერთ დღეს, სახელმწიფომ, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ფისკალური დეფიციტი ამხელა არ უნდა იყოს, მაგრამ დანახარჯის შემცირება, შეიძლება, მიზანშეწონილად არ ჩათვალოს, ანუ გადასახადების გადახდა იქნება საჭირო. ჩვენც, ამ გადასახადებს გადავიხდით და იმედი გვაქვს, რომ Berkshire-ი ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს ყოველთვის გადაიხდის, რადგან ქვეყანა ჩვენს აქციონერებს ძალიან დაეხმარა.

Berkshire-ს ძალიან გაუმართლდა, ამერიკაში რომ დაფუძნდა. შარშან, ამერიკის მთავრობას 5-მილიარდიანი ჩეკი გავუგზავნეთ და თუ 800 სხვა კომპანიაც ასე მოიქცევა, ფედერალური გადასახადების გადახდა ამერიკაში აღარავის დასჭირდებოდა”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციონერების ყოველწლიურ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ Berkshire Hathaway-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $889 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, უორენ ბაფეტის კომპანია მსოფლიოს უდიდესი კომპანების ჩამონათვალში მე-8 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები