ამერიკულმა გამოცემამ The Hill დღეს გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ამერიკას სჭირდება ისეთი სანდო პარტნიორები, როგორიც საქართველოა".
The Hill-ის კონტრუბუტორი იანუშ ბუგასკი სტატიაში წერს, რომ 2020 წლის გაზაფხულზე აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი იგეგმება.
"დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს დაესწროს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიას გლობალურად რელიგიური თავისუფლების შესახებ, გაზაფხულზე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს", - ნათქვამია სტატიაში.
იმის შესახებ თუ კონკრეტულად როდის იგეგმება ან იგეგმება თუ არა გიორგი გახარიას ვიზიტი აშშ-ში, BM.ge-იმ კითხვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში კონგრესისა და სენატის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილებით მიმართეს და მთავრობას დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისკენ, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის აღკვეთისა და დაპირებული საარჩევნო ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდეს.




























