მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ინვესტორები
სტატიაში საუბარია:

ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. S&P 500-ის შეფასება 6,986-იან ნიშნულს აღწევს, რაც ერთწლიან პერიოდში 19.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია; რაც შეეხება Nasdaq-ის ინდექსს, ის 23,730-იან ნიშნულამდეა გაზრდილი, რაც წლიურად 24.5%-იან მატებას წარმოადგენს.

უოლ-სტრიტზე არსებული აღმასვლის ფონზე, უმსხვილესი ამერიკული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრადაა მომატებული.

რეიტინგში პირველ ადგილს NVIDIA იკავებს, რომელსაც ინვესტორები ამჟამად 4.5 ტრილიონ დოლარად აფასებენ. მეორე ადგილზე $4-ტრილიონიანი შეფასებით Google-ს ვხედავთ, ხოლო მესამე ადგილზე $3.8-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით Apple-ია წარმოდგენილი.

საერთო ჯამში, გასული წელი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა აშშ-ის ისტორიაში, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკით და ამერიკული კორპორაციული სექტორის მზარდი შემოსავლებით იქნა განპირობებული. ამასთან, FED-მა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, რაც ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად აისახება. ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წელი გამორჩეულად პოზიტიური იქნება გლობალური საფონდო ბირჟისათვის, განსაკუთრებით თუ გეოპოლიტიკური რისკები შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები