მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფონდო ბირჟა, სამუშაო ადგილები და პენსიები რეკორდულად იზრდება – ტრამპი

ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული საფონდო ბირჟის რეკორდული ზრდის ფონზე, ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა და საპენსიო დანაზოგების მოცულობა მკვეთრად იზრდება.

ამას ადასტურებს ისიც, რომ გუშინ S&P 500-მა და Nasdaq-მა ახალ ისტორიულ მწვერვალებს მიაღწიეს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ამერიკული ბირჟა საშუალოდ 31%-ით არის გაზრდილი, რაც სტანდარტულზე თითქმის 3-ჯერ უკეთეს შედეგს წარმოადგენს.

საფონდო ბირჟის აღმასვლის ფონზე, საპენსიო დანზოგების მოცულობაც იზრდება, რადგან ამერიკაში 401(K)-სისტემა სისტემა სწორედ ბირჟაზეა დამოკიდებული. ეს ის ძირითად მიზეზია, თუ რატომ არის S&P 500-ის ზრდა ამერიკის ეროვნული ინტერესი და ყველა მოქმედი პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

თავად ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ წარმოდგენილ რეკორდულ შედეგებს უკავშირდება. მაგალითად, Google-ის მოგება 81%-ით გაიზარდა, რაც AI-ბუშტის არსებობასთან დაკავშირებულ შიშებს აქარწყლებს და ბირჟას აღმასვლისაკენ უბიძგებს.

გარდა ამისა, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ირანის ომი მალე დასრულდება და გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება გამოსწორდება, რაც ბაზრისათვის დამატებით პოზიტიური სტიმულს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები