მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულად გაიზარდა

wall street

აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე დაწყებული აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,137 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 24,657-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეულ შედეგებს აფიქსირებენ: NVIDIA, Google, Apple, Amazon, Meta, Microsoft, Broadcom და Tesla.

აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება - ის, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბეს და რეკორდული შემოსავლების მიღება შეძლეს.

ამასთან, გაქარწყლებულია შიშები AI-ბუშტის გაჩენასთან დაკავშირებით, რადგან ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შემოსავლების მკვეთრად გაზრდას ახერხებენ, რაც უოლ-სტრიტის განწყობას პოზიტიურად ცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები