მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა - კახა კალაძე

კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამერიკული სანქციები არ არსებობს.

მისი თქმით, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო მეგობრული გახდება.

„ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება, კიდევ უფრო მეგობრული გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ინტეგრაცია, ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს გზა არის შეუქცევადი, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, პრობლემების შექმნის მცდელობა, ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით“, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ექნება თუ არა პრობლემა, თუ „სანქციების პირობებში ევროპის ქვეყნებში ვერ წავა“ კალაძე პასუხობს: “თქვენ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები