მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული Uber Eats-ი ევროპის 7 ახალ ქვეყანაში შედის

uber eats

ამერიკულმა Uber Eats-მა ევროპის მასშტაბით 7 ახალ ქვეყანაში შესვლა გადაწყვიტა. ახალი ბაზრების სიაში შევიდნენ: ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და ხორვატია.

როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, Uber-ის გადაწყვეტილება ამ რეგიონებში ციფრული სერვისების მიმართ მზარდი მოთხოვნითა და ტურიზმის აღდგენით არის განპირობებული.

ექსპანსიის ფარგლებში, Uber Eats-ი გეგმავს არა მხოლოდ რესტორნებთან, არამედ მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებთან თანამშრომლობასაც, რათა მომხმარებელს პროდუქტების სწრაფი მიტანის სერვისიც შესთავაზოს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Uber-ის ეს ნაბიჯი დროულია, რადგან კომპანიამ 2025 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა და ახლა საკმარისი ფულადი რესურსი აქვს ახალ ბაზრებზე აგრესიული მარკეტინგული კამპანიების განხორციელებისა და კურიერების სტიმულირებისთვის.

ცნობისთვის, 1-წლიან პერიოდში Uber-ის აქციების შეფასება 15%-ით არის შემცირებული, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 145 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები