დღეის მდგომარეობით, საქართველოში სამი ვაქცინით ჩატარებულია 54 687 აცრა.
როგორც დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე ჟურნალისტებს უთხრა, აქედან "ასტრაზენეკათი" აცრილია 28 190 მოქალაქე, "ფაიზერის" პირველი დოზით - 13 856 და მეორე დოზით - 8 700 მოქალაქე ანუ ერთად 21 ათასი პირი.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩინური "სინოფარმით" აცრილია 3 941 მოქალაქე.
მისივე განცხადებით, დღიური აცრების ოდენობა უკვე 3 000-სს აღემატება, თუმცა მაისისთვის იგეგმება, რომ
ვაქცინაცია დღეში 5000-მდე ადამიანმა ჩაიტაროს. "ივლისში უკვე დღეში 10 ათასი ადამიანი უნდა აიცრას; დეკემბრის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეისათვის "სინოფარმზე" აცრისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 ათასამდე მოქალაქე.
მისი ინფორმაციით, აცრებს 96 სამედიცინო დაწესებულება 150 ბრიგადით აწარმოებს.




























