"ვაქცინაციის მაჩვენებელი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებში უფრო მაღალია, ვიდრე სტუდენტებში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე bm.ge-ს კითხვის პასუხად განაცხადა.
„სამწუხაროდ, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ბევრად უკეთესად არიან აცრილი, ვიდრე - სტუდენტები.
უნივერსიტეტებში პროფესორების თითქმის 80% არის აცრილი, ხოლო სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელი 50%-მდეა; თუმცა არიან უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სტუდენტების აცრის მაჩვენებელი 80%-ს ასცდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წლის ბოლომდე ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ - ამირან გამყრელიძე




























