მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამჟამად საქართველოში 3 805 აქტიური კოვიდ-შემთხვევა ფიქსირდება - სტატისტიკა

602d67e9259ae
თამთა ჯიჯავაძე
17.02.21 23:50
303
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 17 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 3 805 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 266 948 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 486 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 259 727 -მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 499 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 390-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 13 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 17 თებერვლის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 242 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 229 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 828 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 2 646 118 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12628, PCR ტესტით - 6564.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 2,53%, ბოლო 14 დღის - 2,8%, ბოლო 7 დღის - 2,4% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები