მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამომრჩეველთა სიაში მონაცემები მოქალაქეებმა 1 341 050-ჯერ გადაამოწმეს - ცესკო

ამომრჩეველი

არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277-ჯერ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ანუ ჯამში 1 341 050-ჯერ.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვებგვერდზე შესაძლებელია აქ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი.

წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები