მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამჟამად დამსვენებლები არ არიან, 15 ივლისიდან ველით" - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი

ბაკურიანი

„ბაკურიანში, ამჟამად დამსვენებლები არ არიან“, - ამის შესახებ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ამ დრომდე არსებული ცივი ამინდებია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ივლისის შუა რიცხვებიდან მოსალოდნელია დამსვენებლების ჩასვლა.

„როგორც კი დათბება, შემდეგ იწყება შემოდინება. ამიტომ ველოდებით 15 ივლისიდან, ზოგადადაც ამ პერიოდიდან იწყება დამსვენებლების ჩამოსვლა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ბაკურიანი ემზადება მათ დასახვედრად, ცენტრალური პარკი გამწვანებულია. ასევე, უკვე ჩართულია საბაგირო. დღეიდან, 4 ივლისიდან კი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აახლებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანში უკვე მეორე წელია წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც გადათხრილია ცენტრალური და შიდა ქუჩები. მიმდინარე სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტის შესახებ ადგილობრივები წუხან. ეკატერინე ორჯონიკიძის თქმით, ცენტრალური ქუჩების მოხრეშვა/მოსწორება მიმდინარეობს, რათა გადაადგილება გაიოლდეს, მაგრამ მიმდინარე სეზონზე ამ ვითარების თავიდან არიდება შეუძლებელია.

„მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სეზონისთვის ეს სამუშაოები ცენტრალურ ქუჩებზე შევაჩეროთ და მხოლოდ ჩიხებში გააგრძელონ მუშაობა, ხოლო სექტემბრიდან ისევ განახლდება. ამჟამად წრიულის და ცენტრალური გზების მოხრეშვა/მოსწორება მიმდინარეობს, რათა ნაკლები დისკომფორტი იყოს. თუმცა ამ ვითარებას ამ სეზონზე ვერ გავექცევით“, - განაცხადა მან bm.ge-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები