მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ან აიცერით, ან სამსახურს დაკარგავთ“ – JP Morgan

61dd6f14a77e5
თათია კაკიაშვილი
11.01.22 16:43
1325
JP Morgan Chase-ის აუცრელი თანამშრომლები სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან. ინფორმაციას CNN  ნიუ-იორკში დაარსებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმი დაიმონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, JP Morgan-ის აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად მიუთითებს იმაზე, რომ ბანკები უფრო მკაცრები ხდებიან აუცრელი თანამშრომლების მიმართ, რადგან კომპანიები ოფისებიდან საქმიანობას უბრუნდებიან.

„თუ აცრას არ აპირებთ, ოფისიდან მუშაობას ვერ შეძლებთ. ჩვენ კი არ ვაპირებთ, ფული გადაგიხადოთ, თუკი ოფისიდან არ იმუშავებთ. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი აცრილი და უსაფრთხო თანამშრომელი“, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა.

სამომავლოდ შესაძლო ჰიბრიდული სამუშაო პოლიტიკის შესახებ, რა დროსაც ბანკის თანამშრომლები ხან სახლიდან, ხან კი ოფისიდან იმუშავებენ, დაიმონმა განაცხადა, რომ "ამ საკითხზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ არსებობს“.

ცნობისთვის, გასულ კვირას კომპანია Citigroup-ში განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებში თანამშრომლები, რომლებიც 14 იანვრამდე COVID-19-ის საწინააღმდეგოდ არ აიცრებიან, ჯერ ანაზღაურებად შვებულებაში გავლენ, თვის ბოლოს კი - სამსახურიდან გათავისუფლებიან. გამონაკლისი მხოლოდ ისეთ ადამიანებზე დაიშვება, რომელთა აცრაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით, არ შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები