"ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ იურიდიულ კომიტეტზე "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, "რუსული კანონი" მესამე მოსმენით მიიღოს.
"პარასკევს, უქმე დღეს, დილის 9:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა. რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და ოცნებას ხმები ეყოფა.
შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით - კომიტეტზე. ამის შემდეგ რჩება პლენარული სხდომა (შემდეგ კვირაში), ვეტო და მისი დაძლევა - ჯერ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულზე.
1. ათიათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს. არავინ აპირებს დაღლას და გაჩერებას. არავინ აპირებს საგარეო კურსის ცვლილებასთან შეგუებას.
2. იზრდება საერთაშორისო წნეხი ოცნებაზე და ინდივიდუალური სანქციების რისკები
3. იზრდება სისტემის შიგნით უკმაყოფილება და რყევები. ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე ზუსტად ხვდება, რაში მონაწილეობას აიძულებენ აქტიურად თუ პასიური მხარდაჭერით. ხვდება, რა ხიფათია ეს ქვეყნისთვის. იზრდება უკმაყოფილება პარტიის აქტივისტებს შორის. პროპაგანდა არ მუშაობს.
გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვინც ამ ისტორიულ მომენტში სხვა როლი ვერ მოძებნა და პროტესტის გაშავებითაა დაკავებული მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელისგულზე დევს", - წერს ანა ნაცვლიშვილი.