„IDS ბორჯომი საქართველო“ კომპანიის მიერ რუსეთიდან და უკრაინიდან გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლების მიზნით, ახალი თანამშრომლების აყვანის ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ "IDS ბორჯომი"-ში BM.GE-ის მას შემდეგ განუცხადეს, რაც ბორჯომის ქარხანასთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა განცხადებების თაობაზე კომპანიას მივმართეთ.
კომპანია უარყოფს ინფორმაციას რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან პორტესტის მონაწილე თანამშრომლების ჩასანაცვლებლად ახალი კადრების აყვანის შესახებ, როგორც ამაზე აქციის მონაწილე თანამშრომლები საუბრობენ. ხელფასების დაგვიანების მიზეზად კი კომპანია გაყინულ ანგარიშებს ასახელებს.
„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, - აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.




























