მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლია ჯერ კიდევ აღმოსაჩენი კურორტია, ადამიანები არ იცნობენ მას" - "თეთრი სახლი ანაკლიაში"

ანაკლია

"კურორტზე უამრავი დაკონსერვებული მშენებლობა და მისახედი ბულვარია, შესაბამისად მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, თუ კურორტმაც ხელი არ შეგვიწყო",- ამის შესახებ ანაკლიაში მდებარე ტურისტული ობიექტის “თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელმა, მარინა თოდუამ BM.GE-სთან ტურისტულ სეზონზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე 70%-ით არიან დატვირთული.

მისი ინფორმაციით, კურორტზე მუსიკალური ფესტივალი „კომორები“ იმართება, ასეთი ღონისძიებები კი, მათ რეგიონსა და ობიექტზე დადებითად აისახება.

„რა თქმა უნდა „კომორებს“ და ზოგადად ფესტივალებს რეგიონზე და მათ შორის ჩვენს ობიექტზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ფესტივალამდე და მას შემდეგ, ანაკლია სულ სხვანაირია. სასტუმროში ადამიანების რაოდენობა მატულობს. სავსეა როგორც ჩვენი სასტუმრო, ამასთან ყველა საოჯახო თუ დიდი სასტუმროები, რადგან რეგიონში დიდი ინფრასტრუქტურა არ არის. შესაბამისად, ამ 2-3 ათასი ადამიანის დასახვედრად ორმაგი ძალისხმევაა საჭირო. ფესტივალის პერიოდში სასტუმრო 100%-ით, თუმცა ფესტივალის გარეთ, დაახლოებით 70%-ითაა დატვირთული.

ამგვარი ღონისძიებები კურორტს ცნობადობის გაზრდაში დაეხმარება, ვინაიდან ანაკლია ჯერ კიდევ აღმოსაჩენი კურორტია. ადამიანები არ იცნობენ და არ იციან მისი პოტენციალის შესახებ. მას შეუძლია ძალიან კარგ კურორტად ჩამოყალიბება და სწორედ ამგვარი ღონისძიებებია საჭირო, რომ ხალხი ამის ხათრით ჩამოვიდეს, რაც შემდეგ გაამეორებინებს ვიზიტს არა მხოლოდ ფესტივალის გამო, არამედ იმიტომ, რომ აქ კარგი ზღვა და სანაპიროა და არ არის ისეთი გადატვირთული, როგორიც აჭარის სხვა სანაპიროები“,- აცხადებს თოდუა.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის ცნობით, სასტუმრო ყოველდღიურად ვითარდება. მაგალითისთვის, სამომავლოდ აუზის გაკეთებასაც გეგმავენ. თუმცა, თოდუას თქმით, მხოლოდ მათი ძალისხმევა საკმარისი არ არის, თუ კურორტიც არ განვითარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები