„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ხელშეკრულების გაწყვეტით გათვალისიწნებული პირგასამტეხლოს გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ „კონსორციუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოცულობას, რომლის მოთხოვნასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კონსორციუმისგან აპირებს, როგორც BM.GE–ს უწყებაში განუცხადეს, ეს თანხა 115 ათას აშშ დოლარამდეა.
მათი განმარტებით, პირგასამტეხლოსთან ერთად, სამინისტრო კონსორციუმისგან იმ მიწების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა.
სამინისტროს ცნობით, მიწების ჯამური ღირებულება 60 მლნ ლარამდეა.




























