მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა, რაც ანაკლიის პორტის პირობებში აქტუალური გახდება - ქარსელაძე ADB-ის დირექტორს შეხვდა

641ea9360d478
მარიამ ვარადაშვილი
25.03.23 11:50
724
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის მმართველ გენერალურ
დირექტორ ვუჩონგ უმის შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი მათი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში.

“შეხვედრის მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების პროგრესი. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მზაობა, რომელიც ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის პროექტის პიროებში კიდევ უფრო აქტუალური გახდება”,-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირი გეგმავს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს. გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები