მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვის ბიუჯეტი 108.2 %-ით შეასრულა - უწყება

ბიუჯეტი
BM. GE
10.10.23 10:35
68

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 108.2%-ით ანუ 176.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა  2 მილიარდ 318 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (2 მლრდ 142.1 მლნ ლარი) 176.1 მილიონი ლარით მეტია.

„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 220.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს:

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 მილიარდ 492 მილიონი ლარი (გეგმის 109%);
  • სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 479.0 მილიონი ლარი (გეგმის 104%);
  • შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 309.3 მილიონი ლარი (გეგმის 115%);
  • შპს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30 მილიონი ლარი (გეგმის 102 %).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები