მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი ფინალურ ეტაპზეა" - დავითაშვილი

ბალნეოლოგია

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ფინალურ ეტაპზეა - ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის საერთო სხდომაზე ისაუბრა.

დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წლისთვის დაიწყებს.

"ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი, ფინალურ ეტაპზეა. კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასასრულ ეტაპზეა, პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წლისთვის დაიწყებს.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტის გამტარიანობა იქნება 600 000 კონტეინერი წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მილიონ დოლარამდე", - ამბობს ლევან დავითაშვილი.

ანაკლიაში, Jan De Nul-ის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები