მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დაახლოებით $600 მლნ დაჯდება - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ანაკლიის პორტის შერჩეულ ინვესტორსა და თავად პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ჩინური კომპანია დაასახელა გამარჯვებულად, ვინც საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ანაკლიას პორტს ააშენებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდება, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადებას წარუდგინა. კომპანია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კონგლომერატია.

"ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელება. მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ - სინგაპურულმა კონსორციუმმა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება პარტნიორობის ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიქმნება საერთო კომპანია, სადაც საქართველოს სახელმწიფოს წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%.

ასევე, პარალელურად უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები უკვე ძალიან მალე დაიწყება. პირველი ვადის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც შუა დერეფნის განვითარების, ასევე საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები