ქალაქში გადაადგილებისთვის ავტომობილის, ან ელექტრომობილის ალტერნატივად, როგორც წესი მოპედები და ელექტრომოპედები ითვლება. ბოლო წლებში, თბილისისა და ბათუმის ქუჩებში ბევრი მოპედი და ელექტრომოპედი გამოჩნდა, რაც უმეტესწილად, ქუჩებში შექმნილ საცობებს და ორთვლიანი ტრანსპორტის ეკონომიურობას უკავშირდება.
თუმცა ეკონომიურობასთან ერთად, ამ ტიპის ორთვლიანი ტრანსპორტი ხშირად ხდება ქურდობის მსხვერპლი, რაც როგორც წესი, უსაფრთხოების იმ სტანდარტს უკავშირდება, რომელიც მოპედებსა და ქიქ-სკუტერებს აქვთ. ისე კი, ამავეს თქმა გაგვიჭირდება ყველა ტიპის მოპედზე, რადგან არსებობენ კომპანიები, რომლებიც უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას უთმობენ და შედეგად - ჭკვიან ელექტროსკუტერებს ქმნიან.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია NIU-ა, რომელსაც საქართველოში “თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი Auto Gallery წარმოადგენს. როგორც კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში განაცხადა, NIU-ს მოპედებისა და სკუტერების ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება - თანამედროვე აპლიკაციაა.
“NIU-ს ყველა მოპედსა და ქიქ-სკუტერს წვდომა აქვს სპეციალურ აპლიკაციასთან, რომელიც ყველა თანამედროვე ფუნქციით არის აღჭურვილი. ამასთან, ის აღრიცხავს, თუ რამდენი დრო და ენერგია დავხარჯეთ ამა თუ იმ მგზავრობაში.
ამასთან, ყველა მოპედსა და ქიქ-სკუტერს აქვს GPS-ის მხარდაჭერა, ანუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა ნებისმიერ დროს შეიძლება. თუ მოპედი მოგპარეს და ნაწილებად დაშალეს, მისი ბოლო ადგილსამყოფლის პოვნა მაინც შეიძლება. მოპედს, ცხადია, აქვს სიგნალიზაციაც”, - განაცხადა ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში.