მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანასეული ოტკა”: ჩვენი რეალიზაციის 40% რუსეთზე მოდის... ვცდილობთ, ევროპაშიც გავაქტიურდეთ

62333e4da4b0c
მარიამ იზორია
17.03.22 22:40
1607
“ანასეული ოტკას” რეალიზაციის 40%-ს რუსეთის ბაზარი შეადგენს. კომპანიის დირექტორი გენო ხუჭუა bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელების კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარი მარტივად ასათვისებელია, რადგან მათთვის რუსეთში ოპერირება ნაკლებ მარკეტინგულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ეს ბაზარი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს, რადგან რუსეთში ყველაზე დაბალი ხარისხისა და საფასო კატეგორიის ალკოჰოლური სასმელი იყიდება.

“ამ დროისთვის ჩვენი რეალიზაციის 40% რუსეთზე მოდის, სადაც ბოლო ექსპორტი თებერვალში განვახორციელეთ. თუმცა ახლა ადგილობრივი ბაზრის წილს ვზრდით და ვცდილობთ ევროპის მიმართულებითაც გავაქტიურდეთ. უახლოეს მომავალში ექსპორტს გერმანიაში, შემდგომ კი ბალტიის ქვეყნებში განვახორციელებთ. ვისურვებდი, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელების კომპანიებისთვის სხვა ბაზარი იყოს პრიორიტეტი, რადგან ყველაზე დაბალხარისხიანი ღვინო რუსეთში იყიდება. ამასთან, ერთი ბოთლის ღირებულება ყველაზე დაბალი ამ ბაზარზეა, მაგალითისთვის ამერიკაში თუ ყოველი 100 ექსპორტირებული ბოთლიდან ორი ბოთლი გადის, ის ორი ბოთლი ორჯერ ძვირია, ვიდრე რუსეთში გასული.

რუსეთში ქართული კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯი დაბალია, რადგან ქართულ პროდუქტს იცნობენ, ამასთან დიდი გასაღების ბაზარია. სხვა მხრივ რუსეთი ქართული წარმოების, განსაკუთრებით კი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ხარისხის ზრდას ხელს ნამდვილად არ უწყობს” - ამბობს “ანასეული ოტკას” დირექტორი.

ცნობისთვის, “ანასეული ოტკა” 14 სახეობის დისტილატს აწარმოებს. კომპანიის წარმადობა გადამუშავებული ნედლეულის მოცულობაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი - 300 ტონა ნედლეულის გადამუშავება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები