მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების ხუთეული: ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი

კონტენერები

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში $6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია მსუბუქი ავტომობილები ($2.2 მილიარდი, ზრდა 14%) და სწორედ ამიტომ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში წამყვან ადგილებს იკავებენ დსთ-ს ქვეყნები, რომლებიც საქართველოსგან ძირითადად ავტომობილებს ყიდულობენ.

2024 წლის საექსპორტო ქვეყნების სტატისტიკაში, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი ბულგარეთია, რომელიც სიაში მეათე პოზიციას იკავებს.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეული:

  1. ყირგიზეთი - $1.16 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 86%;
  2. ყაზახეთი - $795 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 22%;
  3. აზერბაიჯანი - $664 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 16%;
  4. რუსეთი - $634 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%;
  5. სომხეთი - $564 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 20%;
  6. თურქეთი - $438 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15%;
  7. ჩინეთი - $280 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%;
  8. აშშ - $137 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 79%;
  9. უზბეკეთი - $126 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%;
  10. ბულგარეთი - $107 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 57%.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ქვეყნებს, მათში ექსპორტი 1.1 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 0.3%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები