მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კომპანიებს გაჰყავთ საქართველოდან ავტომობილები ექსპორტზე? - რეიტინგი

64a557fad370e
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.23 16:42
2096
2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 316%-ით არის გაზრდილი.

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ წამყვანი კომპანიების შესახებ, რომლებიც ავტოექსპორტით არიან დაკავებული. საქსტატის განმარტებითი, ისინი ვერ დააკონკრეტებენ, თუ უშუალოდ რომელმა კომპანიამ რამდენი მილიონის ღირებულების ავტომობილები გაიტანა, თუმცა შეუძლიათ რიგითობის გარეშე წამყვან ბაზრებზე ექსპორტიორი კომპანიების ტოპ 5 გაასაჯაროვონ.

საქართველოდან რუსეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• შპს ბი თუ ბი;
• შპს მეტაპროქს;
• შპს ქარექსპრესსი;
• ინდივიდუალური მეწარმე - თამაზ თადიაშვილი;
• ინდივიდუალური მეწარმე - ნაზილა ბალიევა.

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• შპს ბი თუ ბი
•  შპს კავკასიის ავტოიმპორტი
•  შპს კავკასუს ავტომოტივი
•  შპს ტოიოტა კავკასია
•  შპს ქარექსპრესსი

საქართველოდან სომხეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
• შპს კავკასიის ავტოიმპორტი
• შპს სითი ემ
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს ქარექსპრესსი

საქართველოდან ყაზახეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

•  იმ ინა ნაჯარიანი
•  იმ ქეთევანი ავალიანი
•  შპს ბი თუ ბი
•  შპს კავკასიის ავტოიმპორტი
• შპს ქარექსპრესსი

საქართველოდან ყიგიზეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• იმ რახილ კიალბიევ
• შპს თბ ექს
• შპს იას ინტერნეიშენელ აუტო სეილეს
• შპს კავკასიის ავტოიმპორტი
• შპს ქარექსპრესსი

ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების, ექსპორტის ზრდის ტემპის და გაყიდული მანქანის საშუალო ფასის მიხედვით:

1) აზერბაიჯანი - $189 მლნ, წლიური ზრდა 96%; მანქანების რაოდენობა 12,916, ერთის საშუალო ფასი $15 ათასი;
2) ყაზახეთი - $187 მლნ, წლიური ზრდა 692%; მანქანების რაოდენობა 10,894, ერთის საშუალო ფასი $17 ათასი;
3) ყირგიზეთი - $182 მლნ, წლიური ზრდა 1962%; მანქანების რაოდენობა 4,571, ერთის საშუალო ფასი $40 ათასი;
4) სომხეთი - $149 მლნ, წლიური ზრდა 1690%; მანქანების რაოდენობა 8,296, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
5) რუსეთი - $41 მლნ, წლიური ზრდა 458%; მანქანების რაოდენობა 2,943, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი;
6) ტაჯიკეთი - $13 მლნ, წლიური ზრდა 382%; მანქანების რაოდენობა 1,221, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი;
7) ბელგია - $11 მლნ, წლიური ზრდა -22%; მანქანების რაოდენობა 223, ერთის საშუალო ფასი $50 ათასი;
8) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $6 მლნ, წლიური ზრდა 45%; მანქანების რაოდენობა 74, ერთის საშუალო ფასი $83 ათასი;
9) უკრაინა - $5 მლნ, წლიური ზრდა -67% ; მანქანების რაოდენობა 347, ერთის საშუალო ფასი $15 ათასი;
10) თურქეთი - $3 მლნ, წლიური ზრდა 318% ; მანქანების რაოდენობა 165, ერთის საშუალო ფასი $19 ათასი;

თუკი ექსპორტის ზრდის ეს ტემპი შენარჩუნდა, წლის ბოლომდე საქართველოს შემოსავალი ავტომობილებით ვაჭრობიდან $1.7-1.9 მილიარდს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები