მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქვეყნებში და რა ღირებულების ავტომობილები გავიდა საქართველოდან ექსპორტზე - სტატისტიკა

ავტოექსპორტი

2024 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უცხოეთში 1.76 მილიარდი დოლარის ღირებულების 79 ათასი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, თანხობრივად ექსპორტი 12.5%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე მეტად 96%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში - ყირგიზეთში, სადაც ექსპორტმა წელს 838 მილიონი დოლარი შეადგინა. ყირგიზეთში საქართველოდან სულ 23 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, ხოლო ექსპორტის საშუალო ღირებულება 36 ათას დოლარს შეადგენდა. საგულისხმოა გარემოება, რომ რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებამდე ყირგიზეთში ავტოექსპორტი სულ რამდენიმე მილიონი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტზე გასული ავტომობილის საშუალო ფასი 5-6 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ ავტომობილების ექსპორტზე დასავლეთმა შეზღუდვები დააწესა, ყირგიზეთმა საქართველოს ავტოექსპორტში #1 ადგილი დაიკავა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად ყირგიზეთი რუსეთის მიმართ სავაჭრო სანქციებთან მიერთებული არაა, შესაბამისად, მაღალი ალბათობით ყირგიზი ავტოდილერები ძვირად ღირებულ ავტომობილების საქართველოდან იმპორტის შემდეგ რუსეთის ბაზარზე ყიდიან.

ავტოექსპორტში მეორე ადგილს იკავებს ყაზახეთი 551 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი 223 მილიონი დოლარით.

საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების რაოდენობა და ღირებულება ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში:

# ქვეყანა მილიონი დოლარი ერთეული ავტომობილი საშუალო ფასი ზრდა/კლება წინა წელთან
1 ყირგიზეთი $838 მლნ. 23,209 $36 ათასი 96%
2 ყაზახეთი $551 მლნ. 37,304 $15 ათასი 33%
3 აზერბაიჯანი $223 მლნ. 10,207 $22 ათასი -32%
4 სომხეთი $84 მლნ. 4,436 $19 ათასი -65%
5 ტაჯიკეთი $18 მლნ. 1,104 $16 ათასი -25%
6 უკრაინა $8 მლნ. 1,041 $8 ათასი -38%
7 უზბეკეთი $8 მლნ. 152 $51 ათასი 280%
8 არაბთა გაერთიანებული საამიროები $7 მლნ. 257 $27 ათასი -26%
9 ბელგია $7 მლნ. 130 $51 ათასი -65%
10 თურქეთი $5 მლნ. 153 $31 ათასი -24%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები