მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რუსეთში ლიმონათების და გაზიანი სასმელების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

64b7c92b5225d
შოთა ტყეშელაშვილი
20.10.23 16:12
811

2023 წლის 9 თვეში რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან 512 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტი იყო. მათ შორის 86%-ით გაიზარდა საქართველოდან დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელების ექსპორტი რუსეთში. თუკი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 25.7 მილიონ დოლარს (39.6 ათას ტონას) შეადგენდა, წელს ის 47.9 მილიონ დოლარამდე (61 ათას ტონამდე) გაიზარდა.

ექსპორტის ასეთ ზრდას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იწვევს, რადგანაც გლობალური ბრენდების მიერ ბაზრის დატოვების გამო, რუსეთში გაიზარდა სხვა ბრენდების, მათ შორის ქართული ბრენდების და ქართული წარმოების გაზიანი სასმელების იმპორტი.

მთლიანობაში, 2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოდან 84.8 მილიონი დოლარის ღირებულების დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 41%-ით არის გაზრდილი.

გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ასე ნაწილდება:

1) რუსეთის ფედერაცია - 47.8 მილიონი დოლარი, 61.1 ათასი ტონა, ზრდა 86%;
2) აზერბაიჯანი - 10.1 მილიონი დოლარი, 14.4 ათასი ტონა, ზრდა 16%;
3) ყაზახეთი - 8.9 მილიონი დოლარი, 13.2 ათასი ტონა, ზრდა 101%;
4) სომხეთი - 8.6 მილიონი დოლარი, 10.7 ათასი ტონა, კლება 18%;
5) ისრაელი - 2 მილიონი დოლარი, 2.8 ათასი ტონა, კლება 41%.

ამ მაჩვენებლით, ლიმონათები და გაზიანი სასმელები რუსეთში საქართველოს რიგით მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია ღვინის, მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები