მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაზღაურება ერთ დღეში - ალდაგის ახალი პროექტი (რ)

63f7682090200
BM.GE
23.02.23 17:19
838
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ავტოდაზღვევის მომხმარებლებს მცირე ზიანის მომენტალურ ანაზღაურებას სთავაზობს. კომპანიაში დანერგილი ახალი სტანდარტით, ავტომობილის უმნიშვნელოდ დაზიანების შემთხვევაში ავტომფლობელს შეუძლია მიმართოს კომპანიას და ერთ დღეში მიიღოს მანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი თანხა.

სწრაფი ანაზღაურების პროცედურით მომხმარებელი ზარს ახორციელებს ქოლცენტრში, რის შემდეგაც დისტანციურად, ფოტოსურათების საფუძველზე, თანხმდება ასანაზღაურებელი თანხა და ის მომხმარებელს ანგარიშზე ერთ დღეში ერიცხება.

ალდაგის სწრაფი რეგულირების ახალი ფორმატი რელევანტურია იმ შემთხვევაში, თუ შეჯახება ცალმხრივია ანუ სახეზე არ გვაქვს სხვისი ქონების დაზიანება და ზიანი არ აღემატება 2000 ლარს. ამასთან, მომხმარებელი მზადაა, თავად შეაკეთოს ავტომობილი საკუთარი შეხედულებისამებრ. სერვისის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შემთხვევის დადგომის შემდეგ, მომხმარებელს არ უწევს დიდი ხნით გააჩეროს ავტომობილი შემთხვევის ადგილზე და გაიაროს სტანდარტული პროცედურები. ალდაგის მხარდაჭერის გუნდი დისტანციურად დაეხმარება მას, გააზიაროს დაზიანების ამსახველი ფოტომასალა და მიიღოს შეთავაზებული თანხა ანგარიშზე.

„ალდაგის გამოცდილებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ მცირე დაზიანებებით სრულდება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთ დროს, ჩვენს დაზღვეულებს აღარ მოუწიოთ სტანდარტული პროცედურების გავლა და მიიღონ მეტი კომფორტი დროის დაზოგვისა და ეფექტურობის თვალსაზრისით,“- აცხადებენ კომპანიაში.

ალდაგის ავტოდაზღვევა ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგის ავტო დაზღვევას მოყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები