ანგოლას ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, JPMorgan Chase & Co-სთან მიაღწიეს შეთანხმებას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გადავადებასთან დაკავშირებით. ამერიკული საინვესტიციო ბანკის სესხის დაფარვის ვადა მიმდინარე წლის ბოლო იყო.
ფინანსური შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, 9%-იან განაკვეთს მოიცავს და $1.9 მილიარდის ღირებულების ანგოლური ობლიგაციებით არის გამყარებული. გადავადების მოთხოვნა ემთხვევა ანგოლურ დოლარში დენომინირებული ობლიგაციებისგან შემოსავლის ზრდას, რაც ოფიციალურ ლუანდას მოლაპარაკებების წარმართვაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
სესხის დაფარვის ახალი თარიღი, ისევე როგორც განახლებული განაკვეთი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
საწყისი მოლაპარაკება, რომელიც აპრილში შედგა ყურადღების ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ნავთობის ფასის დაცემას ბანკის მხრიდან 200 მილიონი დოლარის მოცულობის მოთხოვნა მოჰყვა. მოთხოვნის შემდგომ, ანგოლა იძულებული გახდა დამატებითი ობლიგაციები განეთავსებინა, რომელიც მაისში დაუბრუნდა.
ცნობისათვის, ანგოლას რესპუბლიკა აფრიკის კონტინენტზე მესამე ყველაზე დიდი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოა.




























