მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანიგოზი“ წელს კაკლის იმპორტის 20-30%-ით ჩანაცვლებას გეგმავს

6188de141a48c
მარიამ იზორია
15.11.21 09:40
1187
კაკლის გადამამუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ წელს კაკლის იმპორტის მინიმუმ 20-30%-ით ჩანაცვლებასა და მომავალი წლიდან შიდა ბაზრის სრულიად ათვისებას აპირებს. სამომავლოდ კი ნიგვზის ვაკუუმ შეფუთვით ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი bm.ge-სთან განმარტავს, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ხარისხიანი ნიგვზის მწარმოებელი ქვეყნის ნიშა დაიმკვიდროს და შიდა ბაზარზე კაკლის იმპორტი ჩაანაცვლოს.

„ჩვენი მიზანია, იმპორტის ჩანაცვლება შევძლოთ, წელს დაახლოებით 20-30%-ის ამბიცია გვაქვს, გვინდა ადგილობრივ ბაზარს დავუმტკიცოთ, რომ ქართული ნიგოზი არის არამხოლოდ იგივე ხარისხის, არამედ კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე იმპორტირებული ნიგოზი, რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს, ამ წელს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვართ ფოკუსირებულები, თუმცა მომავალი წლიდან ექსპორტსაც ვგეგმავთ, დაინტერესება დიდია ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდანაც“ - აღნიშნავს ანა ქევხიშვილი.

ცნობისთვის, 3 მლნ ლარის ინვესტიციით შექმნილ საწარმოს წლიურად 500 ტონა კაკლის გადამუშავების პოტენციალი აქვს. „ანიგოზმა“ საქმიანობის პირველივე წელს რაჭიდან, იმერეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, კახეთიდან შესყიდული 100 ტონა ნედლეული უკვე გადაამუშავა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები