მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიუ-ბიუს“ ხორცპროდუქტები სექტემბრიდან ექსპორტზე გავა - რა სიახლე ექნება წარმოებას?

ჩირინა

„ბიუ-ბიუს“ ხორცპროდუქტები, კერძოდ ქათმის ძეხვეული, სექტემბრიდან ექსპორტზე გავა - ამის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში წარმოების მმართველი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ ისაუბრა.

„ახლა მიდის მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორცპროდუქტების ექსპორტზე. ალბათ სექტემბერში გავიტანთ ექსპორტზე“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, საქართველოს ხორცპროდუქტების, ძეხვეულის ბაზარი ძალიან გაჯერებულია პროდუქტით და ამ ბაზარზე შესვლა და თავის დამკვიდრება არც ისე მარტივია. „თუმცა ჩვენ ვვითარდებით და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ საერთაშორისო სერტიფიკატები მიგვეღო და წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით გვეწარმოებინა. წლის ბოლოსთვის სრულად ვიქნებით მზად რომ საზღვარგარეთის ბაზარზე გავიდეთ“, - ამბობს ვაშაიკიძე.

გარდა ამისა ქათმის ხორცპროდუქტების გადამმუშავებელ წარმოება ახალი პროდუქტის გამოშვებასაც გეგმავს.

„ბაზარზე ნაგეთსები ძალიან ბევრნაირია, ძირითადად იმპორტირებული, ქართული სახელწოდებითაც ჭარბადაა. თუმცა ჩვენი მიზანია ნაგეთსები ქათმის მკერდის ხორცისგან დავამზადოთ, ეს იქნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, ფასი კი არც ისე მაღალი იქნება. რადგან ვფიქრობთ, რომ ადამიანი როდესაც კერძს ჭამს გემრიელად უნდა ჭამოს“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები