მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა და ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ რწმენით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ენიმალ პროჯექთი, რომლის გუნდიც მუდმივად ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე და ინდივიდუალური არხებით მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. სხვათა შორის ენიმალ პროჯექთი არაერთ პროექტსა და ინიციატივაშია ჩართული, მათ შორის ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დახვეწასა და გაუმჯობესებაში.
სტუმარი: ნათია ჩიქოვანი - Animal Project-ის თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად