მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანკარა არ ამყარებს ოფიციალურ კონტაქტებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან - ელჩი

642fcea08b8f7
BM.GE
07.04.23 11:58
622
თურქეთი არ ცნობს საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს,- ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ განუცხადა.

ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთმა თურქეთში ტვირთების გადაზიდვა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა არ ამყარებს ოფიციალურ კონტაქტებს საქართველოს ამ რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებასთან, „არ დაუშვებს მსგავსი კონტაქტების დამყარებას თურქეთის სხვა სუბიექტების მიერაც“ და რომ „აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებები ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს“.

"უპირველეს ყოვლისა, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს თურქეთის მტკიცე ერთგულებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთი არ ცნობს საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს. ჩვენ არ ვამყარებთ ოფიციალურ კონტაქტებს საქართველოს ამ რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

ჩვენ არ დავუშვებთ მსგავსი კონტაქტების დამყარებას თურქეთის სხვა სუბიექტების მიერაც. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებები ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თურქეთი გააგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში”,– განუცხადა „აქცენტს“ ელჩმა.

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო - აფხაზური მედია