ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მომხდარი აფეთქებას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა "ტერორისტული აქტი" უწოდა.
ალი ირლიკაიას განცხადებით, სამინისტროს შესასვლელთან ერთმა პირმა თავი აიფეთქა, მეორე კი პოლიციამ მოკლა. აფეთქების შედეგად პოლიციის ორი ოფიცერი დაშავდა. აფეთქებამდე მათ მანქანა გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით თურქეთის პარლამენტის შენობა მდებარეობს. იქ საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველი სხდომა უნდა დაწყებულიყო. ამ დროისთვის თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.