ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Anker-მა ბაზრიდან მისი წარმოებული პორტატული დამტენების ნაწილი — ე.წ. Power Bank-ები გამოითხოვა. საუბარია მოდელზე Anker PowerCore 10000, რომელიც 2016-2019 წლებში იყო წარმოებული და ექსკლუზიურად აშშ-ის ბაზარზე იყიდებოდა.
Anker-ის ინფორმაციით, აღნიშნულ მოდელებში გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეები შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდეს, რაც მოწყობილობის გადახურებასა და ცეცხლის გაჩენის რისკს ქმნის.
ამ დრომდე, კომპანიამ მოწყობილობის გაუმართაობის 19 ოფიციალური საჩივარი მიიღო, რომელთა შედეგად მიღებულმა ზარალმა $60,700 შეადგინა. ჯამში, კომპანია 1,158,000 ერთეული პორტატული დამტენის გამოხმობას გეგმავს, რომლებიც 2016 წლის ივნისს და 2022 წლის დეკემბერს შორის პერიოდში რამდენიმე ონლაინმაღაზიაში, მათ შორის Amazon-ზე, Newegg-ზე და eBayz-ზე გაიყიდა. პროგრამაში მონაწილე ე.წ. “Power Bank-ების” გადასამოწმებლად Anker-მა სპეციალური ვებგვერდი შექმნა. თუკი თქვენი პორტატული დამტენი სიაში მოხვდა, Anker-ისგან ახალ, უფრო მძლავრ ე.წ. “Power Bank-ს” ან $30-იან სასაჩუქრე ბარათს მიიღებთ.




























