მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Anne’s hotel” ზაფხულში სრულად არის დატვირთული - ვინ სტუმრობს მესტიას?

ანას სასტუმრო

ზემო სვანეთში, მესტიაში მდებარე „ანას სასტუმროს“ დამფუძნებელი, ანა გირგვლიანი BM.GE-სთან ზაფხულის სეზონს აფასებს და ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე სრულად არიან დატვირთული.

ბიზნესი "აწარმოე საქართველო"-ს მხარდაჭერით, 2023 წელს სატესტო რეჟიმში გაიხსნა, 2024 წლის ივნისიდან კი სასტუმროს ღია აუზი შეემატა და ახლა უკვე სრულყოფილი დატვირთვით მუშაობს, რომელიც საშუალო და მაღალი გადახდისუნარიანი სტუმრებისთვის არის განკუთვნილი.

მიუხედავად იმისა რომ, სასტუმრო ჯამში 20 ნომერისგან შედგება, სივრცის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლოს. მათ შორის, კორპორატიულ აქტივობებს, ქორწილებს, პრეზენტაციებს.

„სასტუმრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა. ობიექტი 21 ნომერს მოიცავს და მასში განთავსების საშუალო ღირებულება, ორ-ადგილიან ნომერში, 250 ლარითაა განსაზღვრული.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელი სტუმრები არიან. გვსტუმრობდნენ, რუსეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან, თუმცა გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ტურისტული მრავალფეროვნება თითქმის აღარ არის. ძირითადად რუსი სტუმრები გვყავს. ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, რთულია განვსაზღვროთ ზამთრის პროგნოზი, რადგან რეგიონში საგრძნობლად იკლო უცხოელი ტურისტების მრავალფეროვნებამ. ეკონომიკის განვითარებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების შექმნა, როგორც ადგილობრივ ისე მუნიციპალურ დონეზე, რომელიც გარდა დაბალბიუჯეტური მოგზაურებისა, სამთო-სათხილამურო ტურიზმის, როგორც ერთ ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მიმართულების თანამედროვე ტენდენციებს დაეწიოს“,- აცხადებს გირგვლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები